აშშ-ში აქციის მონაწილეებმა ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი დაამხეს

საქართველო, თბილისი - 17:06 | 19.06.2020
ნანახია: 1323

პორტლენდში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აშშ-ის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი ჩამოაგდეს.

20-კაციანი ჯგუფი ქანდაკებას მიუახლოვდნენ, თავზე ამერიკის დროშა შემოახვიეს და ცეცხლი წაუკიდეს. მოგვიანებით მათ კიდევ რამდენიმე ადამიანი შეუერთდა. ძეგლი მიწაზე დაამხეს და გრაფიტი შეღებეს.

ქანდაკებას წააწერეს „1619“, რაც გულისხმობს ამერიკაში პირველი მონების ჩასვლის წელს.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

აშშ-ში მასობრივი არეულობები მინეაპოლისში აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა. ის იმ დროს დაიღუპა, როდესაც პილიციელები აკავებდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე