ნიკა გვარამია ამბობს, რომ გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის შესახებ ინფორმაცია სუს-ის წარმომადგენელმა მიაწოდა
საქართველო, თბილისი - 15:10 | 19.06.2020 ნანახია: 1308
ტელეკომპანია "მთავარის" დირექტორის ნიკა გვარამია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოკითხეს.
როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, მან გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისი წყაროები იყვნენ სუსის წარმომადგენელი.
"შეკითხვები ჰქონდათ წყაროსთან დაკავშირებით, ჩემი წყარო არის სუსის მაღალჩინოსანი და ეს ინფორმაცია მათ მივაწოდე, ასევე მეორე მაღალჩინოსანი "ქართული ოცნების", რომელიც უშიშროების უწყებებში არ მუშაობს, მაგრამ ფლობს ინფორმაციას. გვარები არ დამისახელებია," - განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას თქმით, სუსის წყაროსგან მიღებულ ინფორმაციას იგივე სუსს ვერ აცნობებდა:
"სუსს ხომ არ ჩავაყენებდი საქმის კურსში, რომ ინფორმაცია მისგან მაქვს. დაზუსტებული არ იყო. მართალი გითხრათ, ბოლომდე სარწმუნოდაც არ იყო ჩემს მიერ მიღებული. სხვადასხვა ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით, სუსის წყაროებისგან ვიღებთ ძალიან ბევრს, მიმდინარეობს მათი გადამოწმებაც და სუსსვე არ ვატყობინებთ, რომ რამდენად მართალია, თუ არა, დაგვიდასტუროს," - აღნიშნა გვარამიამ.
მისი თქმით, მას ეს ინფორმაცია დაახლოებით 2 თვეა რაც აქვს.
მისი თქმით, თუ გაბუნიას შესთავაზეს დაცვა, ე.ი. საფრთხე ამოწურული არ არის.
"გაბუნიას შესთავაზეს დაცვა, ლოგიკური დასკვნაა, რომ საფრთხე ამოწურული არ არის, რაც შეეხება იმას, დათანხმდება თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია," - განაცხადა გვარამიამ.
პოლიტიკა
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
- „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ - თენგიზ შარმანაშვილი
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















