სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 19 ათასს აჭარბებს

საქართველო, თბილისი - 12:36 | 19.06.2020
ნანახია: 932

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა გასულ 24 საათში 459-ით გაიზარდა და 19 157-ს მიაღწია. გარდაიცვალა კიდევ 10 ადამიანი. ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 8 266 პირი, გარდაიცვალა 319 პაციენტი. ამ დროისათვის მკურნალობას 10 462 ინფიცირებული გადის, ქვეყანაში კორონავირუსზე უკვე 91 843 ტესტი ჩატარდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე