გიორგი გაბუნია სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს

საქართველო, თბილისი - 20:47 | 17.06.2020
ნანახია: 465

"მთავარი არხის" ჟურნალისტი გიორგი გაბუნია ხვალ 10:00-ზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. უწყებიდან მოწვევა ჟურნალისტმა დღეს მიიღო.

გიორგი გაბუნია ხვალ სუს-ში მოწმის სახით გამოიკითხება. მივა თუ არა ის სუს-ში ჯერჯერობით უცნობია.

აღნიშნულ საქმეზე გამოსაკითხად დღეს ნიკა გვარამიაც იყო დაბარებული, თუმცა სუსში მისვლაზე უარი თქვა და გამოკითხვას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით თანხმდება.

შეგახსენებთ, 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე