ზუგდიდში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველო, თბილისი - 20:46 | 17.06.2020
ნანახია: 800

ზუგდიდში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული 70 წლამდე ასაკის მამაკაცია.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან 12 ივნისს შემოვიდა. ის შემოსვლისთანავე გადაიყვანეს კარანტინში, ჩაუტარდა „პისიარ“ კვლევა, რომლის უარყოფითი პასუხის შემდგომ, 14 ივნისს დროებით გაათავისუფლეს კარანტინიდან, რათა ზუგდიდში ძმის დაკრძალვას დასწრებიდა.

ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტებიდან შვიდი პირი გადაყვანილია კარანტინში და მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. მამაკაცი რუხის კლინიკაშია მოთავსებული. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე