ოკუპანტებმა სუფელ მუჟავიდან, სავარაუდოდ, სამი ადამიანი გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 18:02 | 07.06.2020
ნანახია: 1628

ოკუპანტებმა სუფელ მუჟავიდან, სავარაუდოდ, სამი ადამიანი გაიტაცეს. პირველი არხის ცნობით, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იზოლატორში გადაიყვანეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ მათ შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. დამატებითი დეტალები, მათ შორის, დაკავებულების ვინაობა, ამ ეტაპზე უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე