სროლა ბაგებში - ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

საქართველო, თბილისი - 21:07 | 03.06.2020
ნანახია: 349

ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან სროლის ხმა ისმოდა. ამ დროისათვის ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს გზის სავალი ნაწილი აქვთ გადაკეტილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის ადგილზე ხუთი ავტომობილი მივიდა, რასაც მამაკაცებს შორის სროლა მოჰყვა. სავარაუდოდ არიან დაჭრილები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე