ნუცუბიძეზე აფეთქებულ გაზგასამართ სადგურზე მამაკაცს დენმა დაარტყა

საქართველო, თბილისი - 14:24 | 03.06.2020
ნანახია: 649

ტრაგედია აფეთქებულ გაზგასამართ სადგურზე - რამდენიმე წუთის წინ მოქალაქეს შემთხვევის ადგილზე დენმა დაარტყა და ადგილობრივების თქმით, ის უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ფორმულას" ინფორმაციით, მამაკაცი აფეთქებულ გაზგასამართ სადგურზე კომპრესორის შესამოწმებლად იყო მისული, სწორედ ამ დროს მოხდა უბედური შემთხვევა.

შეგახსენებთ, რომ გაზგაზამართი სადგური ამაშუკელის ქუჩაზე პირველ ივნისს, გვიან ღამე აფეთქდა. შედეგად დაშავდა 1 ადამიანი, რომელიც მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე