შესაძლოა, ოპოზიციას ზოგიერთ ოლქში რამდენიმე კანდიდატიც ჰყავდეს - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 17:41 | 02.06.2020
ნანახია: 838

ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ოპოზიციის ერთობა, მაქსიმალურად ყველა საკითხის გარშემო იყოს. მისივე თქმით, შესაძლოა გარკვეულ ოლქებში ოპოზიციურ პარტიებს თავიანთი კანდიდატები ჰყავდეთ, ცალკეულ ადგილებზე კი ერთიანი.

"ბუნებრივია, შესაძლებელია, ცალკეულ ოლქებში საერთო შეთანხმების საფუძველზე, ჩვენი ინტერესი იყოს რომ ოპოზიციას ჰყავდეს არა ერთი კანდიდატი, არამედ რამდენიმე, რომ ამით გონივრულად დავუპირისპირდეთ ოლიგარქს. არის ოლქები, სადაც ცალსახად საერთო კანდიდატი უნდა იყოს",- ამბობს მელია.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა გადაწყვეტილებას სხვა პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე