არეულობების გამო ნიუ იორკში კომენდანტის საათი გახანგრძლივდა

საქართველო, თბილისი - 12:16 | 02.06.2020
ნანახია: 819

ხელისუფლება ნიუ იორკში კომენდანტის საათს კიდევ 24 საათით ახანგრძლივებს. ამის შესახებ Twitter-ზე ქალაქის მერი ფრედი გოლდშტეინი წერს.

ხელისუფლებამ ნიუ იორკში არეულობების დაწყების გამო კომენდანტის საათი ორშაბათს დააწესა. თუმცა საპროტეტსო აციის მონაწილეები შეზღუდვებს არ დაემორჩილენენ.

აშშ-ის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები და უწესრიგობები მინეაპოლისში აფროამერიკელის ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, რაშიც პოლიციელს ადანაშაულებენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდოში ჩანს კადრები, სადაც პოლიციელები ხელბორკილებს ადებენ ფლიოდს და ძირს აწვენენ, ერთ-ერთი პოლიციელი მას მუხლით კისერზე აწვება. ფლოიდი პოლიციელს რამდენჯერმე ეუბნება, რომ ვერ სუნთქვას, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ჩუმდება. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. არეულობების დაწყების შემდეგ გაათავსუფლეს ოთხი პოლიციელი, ერთ-ერთი მათგანის კი გაუფრთხილებლობით ჩადენილ მკვლელობაში დასდეს ბრალი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე