გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას დაშავებულ მამაკაცს სხეულის 25%-იანი დამწვრობა აქვს

საქართველო, თბილისი - 11:40 | 02.06.2020
ნანახია: 622

თბილისში, გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, დაშავებული 48 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მამაკაცს სხეულის 25%-იანი დამწვრობა აღენიშნება.

"48 წლის მამაკაცი, რომელიც ჩვენს კლინიკაში აფეთქების შემდეგ შემოიყვანეს გონზეა, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას სხეულის 25%-ი აქვს დამწვარი, მას სასუნთქი გზების მეორე-მესამე ხარისხის საეჭვო დაზიანება აქვს," - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, საბურთალოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება გუშინ დღის ბოლოს მოხდა, ინციდენტის შედეგად დაშავდა ერთი პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე