საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 796-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:24 | 02.06.2020
ნანახია: 567

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 796-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 796 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 634 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 12.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2508 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 300.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე