რუსეთმა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით ესპანეთსა და ბრიტანეთს გადაუსწრო

საქართველო, თბილისი - 14:05 | 12.05.2020
ნანახია: 971

რუსეთის Covid-19-თან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 10 899 შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 232 243-ს მიაღწია.

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით რუსეთმა ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთს გაუსწრო და გლობალური მასშტაბით მეორე ადგილზეა.

კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი 2116-მდე გაიზარდა, მათ შორის, ბოლო 24 საათში, 107 ადამიანი გარდაიცვალა.

გამოჯანმრთელდა 43 512 პაციენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე