პირველად დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულებს - მარინა ეზუგბაია

საქართველო, თბილისი - 11:01 | 12.05.2020
ნანახია: 898

პირველად დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულებს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

"გუშინ გვქონდა 638 დადასტურებული შემთხვევა და მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა შემოგვემატა, გახდა 639. გამოჯანმრთელებული 317 იყო, 32 დაემატა და არის 349. პირველად დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულებს", – თქვა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსზე ქვეყანაში 279 პირი მკურნალობს.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 639 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 349 პაციენტი, გარდაიცვალა - 11.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე