დღეს საქართველოს 120 მოქალაქე სპეცრეისით ლონდონიდან სამშობლოში დაბრუნდება

საქართველო, თბილისი - 10:45 | 12.05.2020
ნანახია: 895

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ლონდონი-თბილისის მიმართულებით

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სპეცრეისით საქართველოში ჩამოვა 120-მდე თანამემამულე, მათ შორის სტუდენტები, ხანდაზმული პირები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები და ტრანზიტული მგზავრები. ამასთან, საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ რომ რეისზე ბორტის სამგზავრო ადგილები არ იქნა სრულად ათვისებული, რაც მიანიშნებს კორონავირუსის გავრცელების შედეგად სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობის კლების დადებით ტენდენციაზე.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე