საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 32-ით გაიზარდა, ინფიცირებულთა კი 1-ით

საქართველო, თბილისი - 10:35 | 12.05.2020
ნანახია: 1024

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 639 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 349 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 11 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4769 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე