ერდოღანმა თურქეთში კომენდანტის საათი ისევ შემოიღო

საქართველო, თბილისი - 21:37 | 11.05.2020
ნანახია: 915

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში ოთხდღიანი კომენდა ნტის საათი 31 პროვინციაში ისევ შემოიღო, მათ შორის ანკარაში, სტამბოლსა და ანტალიაში.

შეზღუდვები 16-დან 19 მაისამდე იმოქმედებს.

ერდოღანმა აკრძალვები მოხსნა ცხრა პროვინციაში (ადანა, დიარბაქირი, მარდინი, ტრაპიზონი, ორდუ, დენიზლი, ქახრამანმაფრაში, შანლიურფა, თექირდაგი). ამკრძალავი ზომები გაგრძელდება 16 პროვინციაში, მათ შორის ანკარასა და სტამბოლში.

მანამდე კომენდანტის საათი მოქმედებდა 11-12, 18-19,23-26 აპრილს, 1-3 და 9-10 მაისს.

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 138 ათასს აჭარბებს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე