"ქართული ოცნება" საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა - გიორგი მარგველაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:47 | 11.05.2020
ნანახია: 741

"ქართული ოცნება" საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა. განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მმართველი პოლიტიკური ძალის "ქართული ოცნების" საქმიანობის შეფასებისას, ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში.

"სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა საერთაშორისო თაღლითად ეს პოლიტიკური ძალა. მე მგონია, რომ ახალს და განსაკუთრებულს არ ვამბობ, იმიტომ რომ ეს საერთაშორისო თაღლითობა უკვე არამარტო საქართველოში და პოლიტიკაში ჩახედული ადამიანების მიერ არის დანახული, არამედ ეს სამწუხაროდ არის ის სტილი, რომელზეც ძალიან ნათლად მიგვითითეს საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე არაერთხელ - ეპისტოლარულად, ზეპირად და ასე შემდეგ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბებული ძალის იმიჯი არ გადავიდეს ქვეყანაზე და ქართველებზე არ ჰქონდეთ წარმოდგენა ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს რომ ჩვენ ვართ თაღლითების ერი", - თქვა მარგველაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე