საქართველოში კორონავირუსით მე -11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 14:04 | 11.05.2020
ნანახია: 269

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია 11 პაციენტი.

ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 638 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 317 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 4769 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –414.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე