საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა თეთრიწყაროდან არის - მარინა ეზუგბაია

საქართველო, თბილისი - 10:50 | 11.05.2020
ნანახია: 147

საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა თეთრიწყაროდან არის და  ისინი კლინიკებში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 41 პაციენტი იმყოფება. მათგან ორი კლინიკას გუშინ დაემატა.

„სამივე ახალი დადასტურებული არის თეთრიწყარო და არის საკარანტინო სივრციდან. ჩვენთან მოთავსდა გუშინ დილას ორი პაციენტი. ესენი ალბათ არა ამ სამიდან, წინა ცხრიდან არიან. ორი პაციენტი დაგვემატა. ორივე თეთრიწყაროდან არის, ორივე საკარანტინო სივრციდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა,  ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში კი კლინიკა 87-მა განკურნებულმა დატოვა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 638 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გამოჯანმრთელდა 317, ხოლო გარდაიცვალა 10 პაციენტი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე