პარიზის ორლის საერთაშორისო აეროპორტი, შესაძლოა, 26 ივნისს გაიხსნას

საქართველო, თბილისი - 19:52 | 10.05.2020
ნანახია: 646

საფრანგეთის ტრანსპორტის სახელმწიფო მდივანი, ჟან ბატისტ ჟებარი აცხადებს, რომ პარიზის ორლის საერთაშორისო აეროპორტი შესაძლოა ივნისის ბოლოს გაიხსნას, თუ ჯანდაცვის მდგომარეობა გაუმჯობესდება.

"ჩვენ უნდა შევძლოთ ორლის აეროპორტის გახსნა 26 ივნისს... თუ ჯანდაცვის მდგომარეობა იქნება კარგი ან დაიწყებს გაუმჯობესებას", - თქვა ჟებარმა რადიო RTL-სთან საუბრისას.

მან აღნიშნა, რომ ავიაკომპანიების ოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ "საიმედო" ფრენის განრიგის მომზადება. ამავე დროს, მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება ფრენები და როდიდან შეძლებენ ადამიანები ბილეთების დაჯავშნა.

მანამდე გაზეთი, Les Echos-ი იუწყებოდა, რომ ორლის აეროპორტი, რომელიც 31 მარტს დაიხურა, შესაძლოა შემოდგომამდე არ გახსნილიყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე