სალომე ზურაბიშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკო

საქართველო, თბილისი - 10:24 | 09.05.2020
ნანახია: 683

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

პრეზიდენტი უცნობი ჯარისკაცის საფლავზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთან, გელა გიორგაძესთან ერთად იმყოფებოდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე