ლიბერიის დროშით მცურავმა გემმა შავი ზღვა ფეკალიებით დააბინძურა

საქართველო, თბილისი - 10:36 | 08.01.2016
ნანახია: 1590

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, ფოთში ლიბერიის დროშით მცურავი გემი გამოავლინეს, რომელმაც ტერიტორიული წყლები ფეკალიებით დააბინძურა.

გემის კაპიტანს 65 000 ლარიან ჯარიმასთან ერთად, დაეკისრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის ანაზღაურებაც.

ლიბერიის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის გადახდის შემდეგ დატოვებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე