ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს - კახა კალაძე უკრაინაში სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნაზე

საქართველო, თბილისი - 17:29 | 08.05.2020
ნანახია: 356

თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ყოველივე ხელისუფლებაში სკეპტიციზმს იწვევს.

„რადას დეპუტატებს მადლობა გონიერებისათვის და სწორი გადაწყვეტილებისთვის რომ სააკაშვილის არ მისცეს ვიცე-პრემიერობის შესაძლებლობა. თუმცა, ეს თანამდებობაც, ასე ვიტყოდი, მოგონილი თანამდებობაც, რომელიც იქნა შეთავაზებული, ესეც გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში.

უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, წლებია ჩვენ ძალიან მეგობრული, თბილი ურთერთობები გვაკავშირებს, რასაც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ძალიან ვუფრთხილდებით. თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო, ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე