შსს-მ 201 აბი „ექსტაზი“ ამოიღო

საქართველო, თბილისი - 11:00 | 06.01.2016
ნანახია: 1500

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ალექსი მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 201 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 60,1192 გრ მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 1 აბი და აბის ნატეხები, რომელიც 0,0180 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმებით ალექსი მ-ს ბუპრენორფინის და მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე