ევროპარლამენტი შენობის ნაწილს უსახლკაროებს დაუთმობს და მედპერსონალისთვის სადილს მოამზადებს

საქართველო, თბილისი - 16:47 | 08.04.2020
ნანახია: 788

კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ევროპარლამენტი ბრიუსელში თავისი შენობის ნაწილს უსახლკაროებს დაუთმობს, სამზარეულოები კი ათასობით ულუფა სადილს მოამზადებენ სამედიცინო პერსონალისა და სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებისთვის.  ამის შესახებ ევროპარლამენტის განცხდებაშია ნათქვამი.

 „გადავწვიტეთ, ჩვენი შენობის ნაწილი ხელმისაწვდომი გახდეს უსახლკაროებისა და საზოგადოების  შედარებით მოწყვლადი ფენებისთვის, ჯანდაცვის სფეროში შექმნილი სერიოზული სიტუაციის დროს“, - განაცხადა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ დევიდ სასოლიმ.

 „ამის გარდა ჩვენს სამზარეულოებში მომზადდება დღეში 1000-ზე მეტი კერძი გაჭირვებულთათვის, ასევე ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებისათვის, რათა მათ სამუშაოს შესრულებაში დავეხმაროთ“, - აღნიშნა სასოლიმ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე