თბილისში ავარიული შენობის დემონტაჟის შედეგად სამი მუშა დაშავდა

საქართველო, თბილისი - 12:08 | 08.04.2020
ნანახია: 619

თბილისში ავარიული შენობის დემონტაჟს ნგრევა მოყვა. ობიექტის დემონტაჟისას სამსართულიანი შენობის კედელი ჩამოინგრა, ნანგრევებში  სამი მუშა მოყვა, ინციდენტი ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით,  შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ობიექტზე მომუშავე სამმა მუშამ, კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ორი დაშავებულის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, სასწრაფოს ექიმებმა მათგან ერთი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, მეორე კი "ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე