თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი14 წლის მოზრდს დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 11:51 | 08.04.2020
ნანახია: 529

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი14 წლის მოზრდს დაუდასტურდა. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხ ბექაიას ინფორმაციით, ინფორმაციით, პაციენტი საშუალო სიმძიმისაა.

„კლინიკაში იმყოფება ამ დროისთვის 40 პაციენტი. გუშინ ჩატარდა 25 კვლევა. აქედან ერთი არის დადებითი პასუხი კორონავირუსზე, 24 უარყოფითი. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა პროფილურ კლინიკებში. ეს ერთი პაციენტი გადავა საუნივერსიტეტო კლინიკაში, დანარჩენი პაციენტები გადანაწილდებიან პროფილების მიხედვით. ეს ერთი ადამიანი არის 14 წლის ბავშვი. მისი ოჯახის ერთ წევრს გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსი და ის უკვე გადაყვანილია საუნივერსიტეტო კლინიკაში“, – განაცხადა მარეხ ბექაიამ.

მისივე ინფორმაციით, 25 ჩატარებულ ტესტს შორის არის კლინიკის თანამშრომლებზე ჩატარებული კვლელვებიც და ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე