ქალაქ უხანის კარანტინი დასრულდა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 08.04.2020
ნანახია: 900

ჩინეთის ხელისუფლებამ  გასასვლელები გახსნა ქალაქ უხანიდან, საიდანაც კორონავირუსის გავრცელება დაიწყო. ქალაქი გარესამყაროსგან თითქმის ორთვენახვრით  იყო მოწყვეტილი.

8 აპრილს უხანში გაიხსნა ქალაქიდან გასასვლელი გზები. ასვევე აღდგება მატარებლების მოძრაობა ქალაქიდან, 28 მარტიდან დაშვებული იყო მატარებლების შესვლა ქალაქში, ასვე  ნაწილობრივ განახლდება ავიამიმოსვლა.

კორონავირუსის გავრცელება ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში 2019 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. 23 იანვრდან, 76 დღის განმავლობაში ქალაქი სრულად იყო მოწყვეტილი გარესამყაროსგან.

გაჩერებული იყო სატრანსპორტო მიმოსვლა, მათ შორის მეტრო, ავტობუსები, ბორნები. ქალაქში არ უშვებდნენ ავტობუსებსა და წყლის ტრანსპორტს, არ ფუნქციონირებდა აეროპორტი და რკინიგზის სადგურები. მოსახლეობას აკრძალული ჰქონდა ქალაქის დატოვება განსაკუთრებული ნებართვის გარეშე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე