საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 19:29 | 07.04.2020
ნანახია: 967

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა და განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 45 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

stopcov.ge -ის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 195 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 45 მოქალაქე. გარდაიცვალა - 3.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4708 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე