ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 13 798-ს მიაღწია

საქართველო, თბილისი - 14:11 | 07.04.2020
ნანახია: 732

გასულ 24 საათში 740-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა ესპანეთში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, როდესაც კლების ტენდენცია ფიქსირდება, -  განაცხადეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში.

ერთ დღე-ღამეში გამოვლინდა კორონავირუსის 5 500 ახალი შემთხვევა, დაავადებულთა რაოდენობა ეპიდემიის დაწყების დღიდან ესპანეთში უკვე 140 500 აღწევს. გარდაიცვალა 13 798 ადამიანი, ბოლო 24 საათში COVID-19-ს ემსხვერპლა 743 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 43 ათასი პაციენტი.  

ესპანეთი მეორე ადგილზეა კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით აშშ-ის შემდეგ, ხოლო  გარდაცვლილთა რაოდენობით კი იტალიის შემდეგ.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე