ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 113 704-ს მიაღწია

საქართველო, თბილისი - 20:51 | 04.04.2020
ნანახია: 832

ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 113 704-მდე გაიზარდა, ხოლო  გარდაცვლილთა რიცხვმა 3 565-ს მიაღწია. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა.

ნიუ იორკის შტატი ამ დროისთვის აშშ-ში ეპიდემიის ეპიცენტრს წარმოადგენს.

შეერთებულ შტატებში გამოვლენილია კორონავირუსის 278 942 შემთხევვა.

მსოფლიოში დაავადებულთა რაოდენობამ 1 141 190-ს მიაღწია, გარდაცვლილია 60 960 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 235 775 პაციენტი.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე