მადონამ COVID-19-თან ბრძოლის ფონდში 1 მლნ დოლარი გადარიცხა

საქართველო, თბილისი - 17:39 | 04.04.2020
ნანახია: 853

პოპულარულმა პოპ-შემსრულებელმა მადონამ ერთი მლნ დოლარი გადარიცხა ბილ გეითსისა და მისი ცოლის მელინდას  საქველმოქმედო ფონდში (Bill & Melinda Gates Foundation), რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლის ძიებაშია. იუწყება ჟურნალი Variety.

„თანხა გადაირცხება COVID-19-ის რეაგირების ფონდში, რომელსაც მართავენ ფონდ Philanthropy Partners-ის პარტნიორები და არა თვითონ ფონდში“, - განუცხადა გამოცემას ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

მომღერალმა თავის ვებგვერდზე მიუთითა, რომ უერთდება ფონდ  Bill & Melinda Gates Foundation-ის ძალისხმევას წამლის მოსაძიებლად COVID-19-ის შესაჩერებლად და დაავადებულთა სამკურნალოდ.

მადონა მედიკოსებს, მეცნიერებსა და პირველადი დახმარების სპეციალისტებს უხდის უდიდეს მადლობას და და წარმატებებს უსურვებს.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე