სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 736-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 12:38 | 03.04.2020
ნანახია: 632

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 736-მდე გაიზარდა, მხოლოდ გასულ 24 საათში დაავადების 73 შემთხვევა გამოვლინდა.

დაავადების კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, სომხეთში COVID-19-ით გარდაცვლილია შვიდი ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1 017 693 შეადგინა, გარდაცვლილია 53 164 პაციენტი, ამ დროისათვის კორონავირუსი  211 856-მა ადამიანმა დაამარცხა.

ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ შეერთებული შტატები ლიდერობს, ქვეყანაში დაავადებულია 245 500 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 6053-ს აღწევს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე