ინდოეთში დაბადებულ ტყუპებს კორონა და კოვიდი დაარქვეს

საქართველო, თბილისი - 12:27 | 03.04.2020
ნანახია: 2097

ინდოეთში, ჩატისგარჰის შტატის ქალაქ რაიპურში ტყუპები გაჩნდნენ, რომელსაც მშობლებმა კორონა და კოვიდი დაარქვეს, იუწყება BBC-ი.

ახალშობილი ბიჭი და გოგონა ინდოეთის სამკვირიანი კარანტინის პირობებში გაჩნდნენ. ტყუპების მშობლები ამბობენ, რომ შვილებს ეს სახელები შეურჩიეს ნიშნად იმისა, რომ მსოფლიო შეძლებს ამ უდიდესი დაბრკოლების გადალახვას.

"რთული" მშობიარობა მქონდა. ჩვენ ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით და მე და ჩემს ქმარს გვინდოდა ეს დღე დასამახსოვრებელი ყოფილიყო", - თქვა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში ტყუოპების დედამ.

"ვირუსი საშიშია, მაგრამ მისმა განვითარებამ ადამიანები აიძულა ჰიგიენა დაეცვათ და სხვა ბევრი კარგი ჩვევების გამოუმუშავდათ. ამიტომ ჩვენ ვიფიქრეთ ამ სახელებზე", - განმარტა მან.

საავადმყოფოს თანამშრომლები ტყუპებს კორონას და კოვიდს ეძახდნენ, რაც მშობლებს დაეხმარა თავიანთი გადაწყვეტილების მიღებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე