რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 149-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 12:07 | 03.04.2020
ნანახია: 571

რუსეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 4 149-მდე გაიზარდა. გასულ 24 საათში ქვეყანაში 601 შემხთვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 34 პაციენტი.

ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში დაავადებულთა უმეტესობა 45 წლამდე ასაკისაა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1 017 693 შეადგინა, გარდაცვლილია 53 164 პაციენტი, ამ დროისათვის კორონავირუსი  211 856-მა ადამიანმა დაამარცხა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე