ნატო საქართველოსა და უკრაინასთან პარტნიორობას უფრო მეტად გააღრმავებს - იენს სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 21:35 | 02.04.2020
ნანახია: 316

ნატო საქართველოსა და უკრაინასთან პარტნიორობას უფრო მეტად გააღრმავებს, - ამის შესახებ ალიანსის გენერალრუმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსლეში, ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა.  

 „ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი პარტნიორობა უფრო ძლიერად გავაღრმავოთ საქართველოსა და უკრაინასთან“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, პარტნიორობა მოიცავს შავი ზღვის რეგიონში წვრთნებს.

„პარტნიორობის გაღრმავება ასევე მოიცავს ერთობლივ მუშაობას ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ და საჰაერო მიმოსვლის მონაცემების გაზიარებასაც, რათა საჰაერო სივრცე ყველასთვის უფრო უსაფრთხო გახდეს“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე