კორონავირუსით 12 წლის გოგონა გარდაიცვალა ბელგიაში

საქართველო, თბილისი - 21:20 | 31.03.2020
ნანახია: 588

ბელგიაში კორონავირუსით 12 წლის გოგონა გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცლებს.

 როგორც ბელგიის სამედიცინო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ემანუელ ანდრემ განაცხადა, გოგონა ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია.

„ემოციურად მძიმე მომენტია, რადგან საუბარია ბავშვზე და ამან ძალიან ააღელვა სამედიცინო და სამეცნიერო საზოგადოება“, - განაცხადა ემანუელ ანდრემ. მისივე თქმით, აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევა ძალიან იშვიათი მოვლენაა.

ბელგიაში COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ 12 775-ს მიაღწია, გარდაიცვალა 192 ადამიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე