საქართველოს თავდაცვის ძალებმა დედაქალაქსა და ექვს ქალაქში სპეციალური გამშვები პუნქტები მოაწყო
საქართველო, თბილისი - 13:02 | 31.03.2020 ნანახია: 3215მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. თავდაცვის ძალებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე მოაწყო თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის, ზუგდიდისა და გორის ადმინისტრაციულ საზღვრებთან.
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის ტექნიკა და პირადი შემადგენლობა აღნიშნულ ქალაქებში გამთენიისას შევიდა. თბილისის, რუსთავისა და გორის საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები განლაგდებიან. ბათუმის, ქუთაისის, ფოთისა და ზუგდიდის გამშვებ პუნქტებს კი, დასავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები გააკონტროლებენ.
საქართველოს ქალაქებში მოწყობილ საკონტროლო პუნქტებზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები პირთა გადაადგილების კონტროლს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველად შემოწმებას, მოქალაქეთა თერმოსკრინინგს და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ.
საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან გაშლილია საველე კარვები, სადაც მოქალაქეებს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი პირველად სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებს. ადგილზე მობილიზებული იქნება სპეციალური ტექნიკა, რომელიც ტერიტორიაზე შემავალი და გამომავალი ავტოტრანსპორტის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- შენგენის ზონაში თუ გადავადგილდებით უვიზოდ, აშშ-ში რა პრობლემაა? ცალმხრივი გამიგია მიჯნურობა, პარტნიორობა და მეგობრობა არის ორმხრივი - ბექა ოდიშარია
- „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული „ლელოს“ მიმართ, რადგან „ლელოს“ მზარდი რეიტინგი და პოპულარობა აქვს საქართველოში - დავით უსუფაშვილი
- ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამპყრობელმა უკვე მეხუთედ იყარა კენჭი, რომელს გეყოფათ გამბედაობა შეაფასოთ არის თუ არა ლეგიტიმური პუტინი, როგორც რუსეთის პრეზიდენტი? - ეკა ხერხეულიძე „ქართულ ოცნებას“
- იქნებ ვინმემ გვიპასუხოს, რატომ არის საქართველოში სურსათი უფრო ძვირი, ვიდრე მეზობელ ქვეყანაში?! - პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“
საზოგადოება
- „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა მიმდინარე წელს მეთერთმეტედ გაიმართება
- 15 მარტს დღის ბოლოდან 18 მარტამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში მოთოვს
- „თეგეტა აკადემიამ“ ბათუმის წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
- შესაძლოა, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლება სრულად დისტანციური გახდეს
მსოფლიო
- ჩვენი გზავნილი ნათელია, აშშ არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას - ლოიდ ოსტინი
- მოლდოვამ, დნესტრისპირეთში „არჩევნების“ ორგანიზების გამო, რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
- ჩინეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
- ოდესაზე რუსი ოკუპანტების იერიშის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა
კონფლიქტები
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
- სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს - ლევან იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
სპორტი
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა
- ლიონელ მესი ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა და თბილისის თასის გამარჯვებული გახდა
- რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს, ბოდიში და მადლობა…დავბრუნდებით უფრო ძლიერები - ხვიჩა კვარაცხელია