საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 98-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:33 | 30.03.2020
ნანახია: 470

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 98-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკვე განთავსდა მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე.

ვებგვერდის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 98 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 18 გამოჯანმრთელებულია.

ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 4978 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე