მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 34 005-ს მიაღწია

საქართველო, თბილისი - 10:42 | 30.03.2020
ნანახია: 561

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 34 005-ს მიაღწია, ინფიცირებულია 723 328 ათასი ადამიანი.

COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ შეერთებული შტატები ლიდერობს. ქვეყანაში დაავადებულთა რაოდენობა 143 025-ს შეადგენს. გარდაცვლილია 2 400-ზე მეტი ადამიანი.

ევროპაში კორონავირუსით ყველაზე მეტი ინფიცირებული იტალიაშია. ქვეყანაში მათი რაოდენობა 97 689-ს შეადგენს, გარდაცვლილია 10 779 ადამიანი. მონაცემების მიხედვით ინფიცირებულთა რიცხვით ჩინეთს მალე ესპანეთიც გაუსწრებს. ესპანეთში დაავადებულია 80 110 ადამიანი, გარდაცვლილია 6 803.

30 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორნავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე