პორტუგალიაში COVID-19-ით 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:10 | 30.03.2020
ნანახია: 532

პორტუგალიაში COVID-19-ით 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მარტა ტემიდომ განაცხადა.

ბოლო მონაცემებით, პორტუგალიაში დაფიქსირებულია კორონავირუსის 6 ათასი შემთხვევა, გარდაიცვალა 119 ადამიანი.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გარდაცვლილი 14 წლის მოზარდი ქალაქ ოვარში ცხოვრობდა, მას თანხმლები დაავადებები აწუხებდა, რომელიც დაკავშირებული იყო იმუნოდეფიციტთან.

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდემიის პიკს მაისის ბოლოსთვის ელოდებიან. ქვეყანაში დაწესებულია შეზღუდვები, მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა მხოლოდ პორდუქტების, მედიკამენტების შესაძენად შეუძლიათ.

ლისაბონში გარდაცვლილია 28 ადამიანი, თუმცა ყველაზე მძიმე მდგომარეობა ქვეყნის ჩრდილოეთით არის, სადაც გამოვლენილია 3 500 ადამიანი, გარდაიცვალა 61 პაციენტი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე