კორონავირუსით ინფიცირებული 91-ე პაციენტს ინგლისში მოგზაურობის ისტორია აქვს

საქართველო, თბილისი - 20:21 | 29.03.2020
ნანახია: 500

კორონავირუსით ინფიცირებული 91-ე პაციენტს ინგლისში მოგზაურობის ისტორია აქვს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„91-ე პაციენტი არის ჩვენს ცენტრში. დღეს დაახლოებით 10 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და ერთ პაციენტზე იყო დადებითი, დანარჩენი უარყოფითი. 47 პაციენტი არის ჩვენს ცენტრში დადასტურებული დანარჩენი 44 არის კოვიდის ექვს მიმღებ დაწესებულებაში. წყარო ცნობილია მოგზაურობას უკავშირდება და ეს არის ქვეყანა ინგლისი. მოხდება ამ კონტაქტების კვლევა თავიდან ბოლომდე. საერთოდ დილის შემდეგ არ შეცვლილა მდგომარეობა პრობლემური გვრჩება ოთხი პაციენტი. ახალი პაციენტის მდგომარეობა არ არის მძიმე. ეს ახალი პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე