მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 30 000-ს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 16:22 | 29.03.2020
ნანახია: 563

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, გლობალური მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 678 720-ს მიაღწია.

კორონავირუსით გარდაიცვალა 31 700 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 145 609 პაციენტი.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება შეერთებულ შტატებში, იტალიაში, ჩინეთში, ესპანეთში, გერმანიაში, ირანში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში.

აშშ - 124 686

იტალია - 92 472

ჩინეთი - 82 120

ესპანეთი - 78 797

გერმანია - 58 247

ირანი - 38 309

საფრანგეთი - 38 105

დიდი ბრიტანეთი - 17 320

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება იტალიაში, ესპანეთში, ჩინეთში, ირანში, საფრანგეთში.

იტალია - 10 023

ესპანეთი - 6 528

ჩინეთი - 3 182

ირანი - 2 640

საფრანგეთი - 2 314

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან 2 შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან, აზერბაიჯანთან, ამერიკასთან, საფრანგეთსა და თურქეთთან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე