ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით 838 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 14:38 | 29.03.2020
ნანახია: 845

მკვეთრად გაიზარდა ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 29 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ესპანეთში ახალ კორონავირუსს კიდევ 838 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამში 6 528.

ბოლო 24 საათში გაიზარდა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და სულ 78 797 შეადგინა.

ესპანეთი მეორე ადგილზეა მსოფლიოში, იტალიის შემდეგ, კოროვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე