დარჩით სახლში, სხვა არაფერი გააჩერებს ამ ვირუსს - პაატა იმნაძე

საქართველო, თბილისი - 16:00 | 28.03.2020
ნანახია: 632

დარჩით სახლში. ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი იმისთვის რომ შედარებით უმტკივნეულოდ გადავიტანოთ სიტუაცია. მეტი, სხვა არაფერი გააჩერებს ამ ვირუსს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია "პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სახლში დარჩენა ერთადერთი გამოსავალია, რომ შედარებით უმტკივნეულოდ გადავიტანოთ სიტუაცია.

"დარჩი სახლში ეხება ყველას, გინდა თბილისში იყო, გინდა სოფელში. არ უნდა იყოს ერთმანეთთან კონტაქტი. სოციალური დისტანცირება ამას ნიშნავს. მე მესმის ეს ძნელია. მეგობარმა მეგობარი რომ არ უნდა ნახოს. მეზობელმა მეზობელი, მაგრამ აუცილებელია. იტალიას მეტი სხვა კი არაფერი დაემართა. ერთმანეთში რომ დადიოდნენ ბარ-რესტორნების დახურვის მერე. ხალხო გაიგეთ, დარჩით სახლში. ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი იმისთვის რომ შედარებით უმტკივნეულოდ გადავიტანოთ სიტუაცია. მეტი სხვა არაფერი გააჩერებს ამ ვირუსს”, - თქვა იმნაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე