ექიმებმა კორონავირუსის კიდევ ერთი სიმპტომი დაასახელეს

საქართველო, თბილისი - 15:31 | 28.03.2020
ნანახია: 1196

აშშ-ის ოფთალმოლოგიის აკადემიის ექიმების ინფორმაციით, კორონავირუსის ერთ-ერთი სიმპტომი,  შესაძლოა კონიუნქტივიტიც იყოს.

ამერიკელი ექიმები დაეყრდნენ ჩინელი მედიკოსების მონაცემებს, რომლის თანახმად, COVID-19-ით დაავადებულ 30-დან ერთ პაციენტს კონიუნქტივიტის სიმპტომიც აღენიშნებოდა.

მონაცემები 30 საავადმყოფოდან შეგროვდა.

როგორც ცნობილია, კორონავირუსს ახასიათებს ტემპერატურის მატება, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ყელის ტკივილი, ასევე ყნოსვისა და გემოს დაკარგვა. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე