ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსისგან 16 პაციენტი განიკურნა - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველო, თბილისი - 15:11 | 28.03.2020
ნანახია: 620

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი განიკურნა, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსისგან 16 პაციენტი განიკურნა.

"დღეის მდგომარეობით, უკვე გამოჯანმრთელებულია 16 პაციენტი. ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს სწორ ნაბიჯებზე და ყველა ის გაიდლაინი, რომელიც გამოყენებულია საქართველოში, წარმატებით მუშავდება ჩვენი ექიმების მხრიდან“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე