ორი ახალი შემთხვევიდან, ერთის წყარო ზუსტად დადგენილი არ არის - მარინა ეზუგბაია

საქართველო, თბილისი - 11:12 | 28.03.2020
ნანახია: 650

ორი ახალი შემთხვევიდან, ერთის წყარო ზუსტად დადგენილი არ არის, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსით დაავადებული პაციენტის მდგომარეობა, რომელიც გუშინ გვიან ღამის შეემატა კლინიკას, მძიმეა.

„წყარო კვლევაშია და ამ წყაროს აუცილებლად მოგახსენებენ. ეს ქალბატონი ავადმყოფობის გამო საკუთარ სახლში იმყოფებოდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 14 პაციენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე