მიხეილ სააკაშვილი მზადაა მთავრობასთან კოორდინაციით, უზრუნველყოს ემიგრანტების სამშობლოში, სავალდებულო კარანტინში დაბრუნება

საქართველო, თბილისი - 14:32 | 27.03.2020
ნანახია: 1936

მიხეილ სააკაშვილი მზადაა მთავრობასთან კოორდინაციით, უზრუნველყოს ემიგრანტების სამშობლოში, სავალდებულო კარანტინში დაბრუნება. ამისთვის მოგვარებულია ორგანიზაციული საკითხები, მათ შორის მოძიებულია ემიგრანტების ქვეყანაში ჩამოყვანისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსი.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მთავრობას შეუძლია დაუკავშირდეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ასევე, პრეზიდენტის ბიბლიოთეკას კონკრეტული საკითხების განსახილველად.

"მე მაქვს ახალი შეთავაზება მთავრობასთან, არ მაინტერესებს თქვენი პოლიტიკური ბედი, მაინტერესებს ჩვენი ხალხი, რომელთა დიდი ნაწილი ულუკმაპუროდ ჩარჩენილია ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. ფანჯარა მათი ჩამოყვანის სულ უფრო და უფრო მცირდება. რა თქმა უნდა ჩვენ ამ ხალხს ვერ ამოვიყვანთ და გავუშვებთ სახლებში, მაგრამ ჩემი შეთავაზება არის ასეთი - მე მაქვს საკმარისი კავშირები და ორგანიზაციული რესურსები იმისათვის, რომ დავაორგანიზოთ ამ ადამიანების ჩამოყვანა საქართველოში, კარანტინში, დაცულად მაგრამ რაც მთავარია საკუთარ სამშობლოში.

მთავრობას შეუძლია დაუკავშირდეს ჩემს ბიბლიოთეკას, ასევე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ეს შეუძლიათ გააკეთონ არაოფიციალურად და კამერების გარეშე. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, მათ შორის ფინანსური რესურს მოძიებული, რათა მასობრივად მოხდეს ამ ხალხის ჩამოყვანა ქვეყანაში, არა სახლებში, არამედ სავალდებულო კარანტინში.

ახლა ისეთი დროა ყველა უნდა დავდგეთ პირადი ანგარიშსწორების მიღმა", - განცხადა სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე